რძის ქალაქი

ხარისხი, ტრადიცია, მრავალფეროვნება

რატომ ჩვენ?

ცილოვანი პროდუქტები

რძის ქალაქი სტრატეგიულად აფართოებს პროდუქციის ხაზს, რომლის პრიორიტეტიც ახლა არის პროტეინით გამდიდრებული პროდუქტების ხაზის დამატება და შეთავაზება მომხმარებლებისთვის, ვისთვისაც პრიორიტეტულია ჯანსაღი და ცილებით მდიდარი პროდუქციის მიღება.

დამზადებულია მხოლოდ ნედლი, ნატურალური რძისგან

რძის ქალაქის პროდუქცია გამორჩეულია იმით, რომ ჩვენი პროდუქციის წარმოებისთვის ვიყენებთ მხოლოდ ნედლ , ნატურალურ რძეს. რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ჩვენი პროდუქტი მდიდარია ვიტამინებითა და პრობიოტიკებით.

პასტერიზებული რძე

გარდა იმისა, რომ რძის ქალაქში ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნედლ რძეს, აუცილებელია მისი უსაფრთხოებაც. სწორედ ამიტომ, გარდა ლაბორატორიული კვლევებისა, ჩვენი რძე გადის პასტერიზაციას, რაც უზრუნველყოფს ჩვენი პროდუქციის უსაფრთხოებას და სანდოობას.

მაღალი ხარისხის პროდუქციის ხელმისაწვდომობა

ჩვენი კომპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენს, ვაწარმოოთ ქართულ ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის.

აქცენტი ნედლ რძეზე

რძის ქალაქი გამორჩეულია ქართულ ბაზარზე იმით, რომ არ ვიყენებთ რძის ფხვნილს და აქცენტს ვაკეთებთ მხოლოდ ნედლ, პასტერიზებულ რძეზე დამზადებულ პროდუქციაზე.

ჩვენს მომხმარებლებთან ინტერაქტიული და მეგობრული კომუნიკაცია

Milky City has constantly close and interactive communication with its customers. Our communication style is characterized by a friendly and family approach.

ნედლი რძე

ჩვენ ვაგროვებთ ნედლ, ნატურალურ რძეს 100-მდე ფერმერისგან კახეთის რეგიონში.

ჯანსაღი გარემო

ვცდილობთ ჩვენს ფერმერებთან მუდმივი ჩართულობით, მათ შექმნან სუფთა და უსაფრთხო გარემო თავიანთი ცხოველებისთვის, რათა მივიღოთ კიდევ უფრო ჯანსაღი და სანდო ნედლეული.

ჩვენი პროდუქტები

რძის ქალაქის პროდუქცია გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებითაც, რომელიც არანაკლებ მიმზიდველია თავისი ლოიალური ფასებითაც.

ჩვენ შესახებ

კომპანია დაარსდა 1991 წელს წყვილის მიერ, რომელიც გატაცებული იყო რძის პროდუქტების წარმოებით. მალევე ეს საქმიანობა იქცა მცირე საოჯახო ბიზნესად, რომელსაც ჰქონდა შეზღუდული რესურსები. წლების განმავლობაში, ჩვენ მუდმივად ვცდილობდით გაუმჯობესებასა და ინოვაციების დანერგვას.

2020 წელს, განხორციელდა მსხვილი ინვესტიციები, რის შედეგადაც გაიხსნა, სრულიად თანამედროვე სისტემებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი რძის საწარმო, რამაც შეცვალა კომპანიის წარმოების მასშტაბი და შესაძლებლობები და გაჩნდა ბრენდი “რძის ქალაქი”.

მცირე საოჯახო ბიზნესიდან, თანამედროვე დიდ საწარმომდე. ჩვენი გზა არის ერთგულების, ტრადიციის და განვითარების მაგალითი, ქართული რძის პროდუქტების მრეწველობაში.

ხშირად დასმული კითხვები

სად მდებარეობს თქვენი მაღაზიები?

ჩვენი მაღაზიები მდებარეობს მისამართზე:

თბილისი ვაჟა-ფშაველას ქ. 32,

თბილისი კეკელიძის ქ. 5,

დედოფლისწყარო, რუსთაველის ქ. 23

რამდენად ნატურალურია თქვენი პროდუქტები?

რძის ქალაქის პროდუქცია მზადდება მხოლოდ ნედლი, ნატურალური რძისგან, რომელსაც 100-მდე ფერმერისგან ვიღებთ კახეთის რეგიონში.

რომელ სურსათის უვნებლობის სტანდარტებს იცავთ?

რძის ქალაქი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს ხარისხის კონტროლის ზომებსა და

მიკვლევადობის სისტემების დანერგვაში. ჩვენი კომპანია ფლობს HACCP სტანდარტს.

ჩვენი პროდუქტები

რძის ქალაქი ამაყობს თავისი რძის პროდუქტების ფართო და მრავალფეროვანი ასორტიმენტით, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და კონკურენტუნარიანი ფასებით.

გაიცანით ჩვენი გუნდი

ური კოტოვსკი

მფლობელი

ალონ იოჰანან

მფლობელი

თამარ მოდეძე

მფლობელი

ანა მოდებაძე

მფლობელი

თამარ მოძღვრიშვილი

მფლობელი

კონტაქტი

დაგვიკავშირდით

დაგვიტოვეთ შეტყობინება და ჩვენ უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებით !

ლოკაცია

Dedoplistskaro, Nikortsikhe Str. 10

ელ.ფოსტა

contact@milkycity.ge

სოციალური მედია :

ka_GEKA